top of page

სურვილის ასრულება! გამოცდილი და ძლიერი მეთოდით

  • Фото автора: lifeskillsge
    lifeskillsge
  • 9 февр. 2021 г.
  • 1 мин. чтения

ახდენილი სურვილი და ოცნება. დღეს შემოგთავაზებთ სურვილის ასრულების ძველ ოკულტურ მეთოდს , რომელსაც ძველი ციმბირელი შამანები იყენებენ, მეთოდი არის გამოცდილი და ძალიან ძლიერი, მისი შესრულება არც ისე ადვილია და მოითხოვს აზრების მაქსიმალურ კონცენტრაციას. ფოკუსირებას ერთ წერტილზე და ერთ აზრზე. მაშ ასე მოკალათდით კომფორტულად , არ შეიძლება ხელებისა და ფეხების გადაჯვარედინება, მოდუნდით და უყურეთ წარმოსახვითი სარკის შუაგულში, არ მიაქციოთ ყურადღება სარკის ირგვლივ მოთამაშე ციფრებს, პერიფერიული მხედველობის საშუალებით თქვენი ქვეცნობიერი შეძლებს მათ დამახსოვრებას.

წარმოსახვითი სარკის ცენტრში ყურების დროს მკაფიოდ წარმოიდგინეთ თქვენი სურვილი და მოახდინეთ მისი ვიზუალიზაცია, დაინახეთ ის სარკეში და შეიგრძენით ის სიხარული რასაც აუცილებლად განიცდიდით სურვილის ასრულების შემთხვევაში. ვიდეოს ყურების განმავლობაში არ იქნება მოწოდება არხის გამოწერის, ვიდეოს მოწონების, გავრცელებისა და დაკომენტარების შესახებ, რადგანაც არ მოხდეს თქვენი ყურადღების გაფანტვა და ხელი არ შეგეშალოთ მედიტაციაში. ამიტომაც ახლა მოგიწოდებთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ, დააკომენტაროთ და გაავრცელოთ ვიდეო. ჩემი მხრიდან ამ ვიდეოს შექმნისას ჩადებული დადებითი ენერგია დაგეხმარებათ სურვილის ასრულებაში, ენერგია არსად არ იკარგება, ის უსასრულოდ მოძრაობს. ამიტომაც თქვენი მხრიდან მოახდინეთ ენერგიის გადინება და მადლობის ნიშნად გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ, დატოვეთ კომენტარები და გაავრცელეთ ეს ვიდეო. ყველანაირი ფორმის ენერგიის გაცემა ნიშნავს, მსგავსი ენერგიის უფრო დიდი დოზით უკან დაბრუნებას.

გამოიწერეთ არხი: https://bit.ly/3iPA2NS

რეკომენდირებული ვიდეოები:

გისურვებთ წარმატებას და კეთილდღეობას.

Comentarios


©  2021 «ეზოთერიკა». საიტი დამზადებულია Wix.com

bottom of page