top of page

მადლიერების მაგია

  • Фото автора: lifeskillsge
    lifeskillsge
  • 27 февр. 2021 г.
  • 5 мин. чтения

მადლიერება - ყველას არ შეუძლია ამ ემოციის გამოხატვა ,ამ ენერგიის შეგრძნება …

უფრო მეტს გეტყვით არსებობენ ადამიანები რომელთა ნაწილიც არ არიან მადლიერნი საკუთარი ცხოვრებით და ვფიქრობ თუ შენ დღეს არ ხარ მადლიერი ,ხვალ აუცილებლად დადგები გარკვეული განსაცდელის წინაშე იმისთვის რომ დააფასო ის რაც გაქვს: იყო მადლიერი იმით რომ არსებობ , რომ ცოცხალი ხარ , რომ მზის სხივები გათბობს, რომ შეჰყურებ შენს საყვარელ ადამიანებს და ტკბები თითოეული წამით …

გეტყვით რომ ჩემი გამოცდილებით არაფერია იმაზე მეტი დადებითი გრძნობა როდესაც ცდილობ შენი ცოდნა მაქსიმალურად გადასცე სხვებს, ასწავლო განავითარო და შემდგომ მათი შედეგი და მადლიერება კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაძლევს , უფრო მეტად გმუხტავს დადებითი ენერგიებით, უფრო მეტი ენთუზიაზმით და შემართებით ცდილობ მოახდინო რაც შეიძლება მეტი ადამიანების ტრანსფორმირება…

მადლიერება იწყება უბრალო სიტყვით:- მადლობა! მაგრამ მას უნდა ვგრძნობდეთ მთელი სულით და გულით …

მადლიერება მაგიაა. ის არის ერთ–ერთი ყველაზე ძლევამოსილი ენერგია, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება, თუ მას სათანადოდ გამოვიყენებთ.

მადლიერება, ეს არის შესაძლებლობა დაამარცხო შენში და შენს გარშემო ყოველგვარი ნეგატივი, ბოროტება, და გააკეთო არჩევანი, სიკეთის, სიყვარულის, წარმატების, ბედნიერების სასარგებლოდ.

დანიელ დეფო ამბობდა: „ყველა საყვედური იმაზე, რაც არ გვყოფნის ცხოვრებაში, გამოწვეულია უმადურობით იმის გამო, რაც გაგვაჩნია.“

გახმაურებული ფილმის „საიდუმლოს“ (The Secret) ავტორი რონდა ბერნი თავის ერთ–ერთ წიგნში ამბობს:

«ყოველთვის, როცა განვიცდით მადლიერების გრძნობას, ჩვენ გავცემთ სიყვარულს, ხოლო რასაც გავცემთ აუცილებლად გვიბრუნდება უკან.

მადლიერება იწყება უბრალო სიტყვით: მადლობა! მაგრამ მას უნდა ვგრძნობდეთ მთელი გულით და რაც უფრო ხშირად წარმოვთქვამთ მადლიერების სიტყვებს, მით უფრო მეტ მადლიერების გრძნობას განვიცდით და მით უფრო მეტ სიყვარულს გავცემთ გარემომცველ სამყაროში.

რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში ვიყოთ, ყოველთვის გვაქვს მიზეზი მადლიერებისთვის და თუ გამოვხატავთ მას, ამით ვიზიდავთ სიყვარულის ძალას და ვიშორებთ ნეგატივს.

თითოეული წამი, როცა ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, საუკეთესო საშუალებაა მადლიერების გამოსახატავად. იყავით მადლიერი თქვენი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების, მზის რომელიც სითბოს და სინათლეს გაძლევთ, წყლის და საკვების, რომელსაც მიირთმევთ, ჰაერისთვის, რომელსაც სუნთქავთ. ამ ყველაფრის გარეშე თქვენ ვერ იცოცხლებდით.

იყავი მადლიერი მცენარეების, ცხოველების, ზღვების, ოკეანეების, ყვავილების, ლაჟვარდოვანი ცის, წვიმის, ვარსკვლავების, მზის და მთვარის და სიცოცხლისთვის მთელს სამყაროში.

ყოველთვის მოძებნეთ დრო იმისთვის რომ წარმოთქვათ : „მადლობა ჩემი ცხოვრებისთვის, მადლობა სიხარულისთვის, ჰარმონიისთვის, ჯანმრთეობისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რაც გამაჩნდა, გამაჩნია და მომავალში მექნება.“

სცადეთ ეს მეთოდი. იფიქრეთ ვინმეზე ან რამეზე, ვისიც ან რისიც მადლიერი ხართ. მოახდინეთ თქვენი აზრების კონცენტრაცია მთლიანად ამ მიმართულებით, გაიხსენეთ ყველა დეტალი და თქვენ იგრძნობთ როგორ თანდათანობით აივსება თქვენი გული სიყვარულით.

წესად შემოიღეთ მადლიერების ჟურნალის წარმოება.

ყოველდღიურად ჩამოწერეთ ათი რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ. თავიდან ეს რთული იქნება, მაგრამ შემდეგ ნახავთ, რომ უკვე ფაქტიურად შეუძლებელია 10 რამით გამოხატო ყველაფერი, რისთვისაც მადლიერი ხარ.

დაუსვით თქვენს თავს კითხვა: «რისთვის შემიძლია ვიყო მადლიერი?» – და გაიხსენეთ თუნდაც ერთი მოვლენა ან ადამიანი და უბრალოდ თქვით მადლობა, შემდეგ გაიხსენეთ , მეორე, მესამე და ასე შემდეგ.

თანდათანობით თქვენ შეძლებთ უკვე ისეთ ნეიტრალურ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას, რომელსაც ადრე ვერც კი ამჩნევდით და ისწავლით მათთვის მადლიერების გამოხატვას.

შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ ნეგატიურ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში, რომლებსაც ახლა უკვე სულ სხვა კუთხით აღიქვამთ და იგრძნობთ მადლიერებას მათ გამოც.

ბოლოს და ბოლოს თქვენ იგრძნობთ უსაზღვრო მადლიერებას ყველას და ყველაფრის, მთლიანად ცხოვრების მიმართ და მოიპოვებთ ბედნიერების განცდას!

ამასთან, ყოველდღიური მადლიერების ჟურნალის წარმოებას მაშინ აქვს აზრი, როცა ჩვენ არა უბრალოდ ჩამოვწერთ, არამედ მართლაც მთელი სულით და გულით ვგრძნობთ მადლიერებას. მხოლოდ ასე შევძლებთ განვავითაროთ ჩვენში ცხოვრებისადმი მადლიერი დამოკიდებულების უნარი და ყოველთვის ვიყოთ, როგორც ახალი სიკეთეების მოლოდინში, ასევე მზადყოფნაში მათ მისაღებად.

ალბათ გაგიგიათ გამოთქმა „მსგავსი იზიდავს მსგავს“ ზუსტად ასე მუშაობს მადლიერების კანონიც. ის არის ყველაზე მთავარი კანონი წარმატებისა.

რაც უფრო მეტად მადლიერები ვართ იმისთვის რაც უკვე გვაქვს, მით უფრო მეტს მივიღებთ.

ყველაფერს, რაც მადლიერებით კეთდება, ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ჰარმონია, გარკვეული წესრიგი და სითბო. თითოელ მოქმედებას, სიტყვას, რომელიც გაჯერებულია მადლიერებით, აქვს ჯადოსნური ძალა, გვავსებს სიყვარულით და ცვლის ჩვენს სამყაროს, ახვევს რა მას მადლიერებისა და სიყვარულის გარსში.

მადლიერება უნარია, შეიძლება ითქვას ნიჭიც. ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი მადლიერი დამოკიდებულება ჰარმონიისა და წონასწორობის წინაპირობაა. თითოეულ სიტყვას, ქმედებას, რომელიც მადლიერებითაა გაჯერებული, აქვს დიდი ძალა, გვავსებს ენერგიით, ცვლის ჩვენს გარემოს ირგვლივ და აუცილებლად უკან გვიბრუნდება.

მადლობა ვუთხრათ გარემოს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვზრუნავთ მასზე, არ ვითვალისწინებთ, არ ვუფრთხილდებით მის რესურსებს, ბუნება მაინც კეთილგანწყობილი რჩება და მშვენიერი, ზღაპრული და მრავალფეროვანია.

„მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ მას დაელოდოს“ – ჟან–ჟაკ რუსო.

როდესაც ხარ ღია, გახსნილი და მზადმყოფი სიკეთის მისაღებად, სამყარო იწყებს ამ სიკეთის გაცემას. დაფიქრდით…

თუ დააკვირდებით, ადამიანები ყოველთვის ვწუწუნებთ იმაზე, რაც არ გვაქვს და არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. არადა, რა მარტივია უბრალოდ იყო მადლიერი იმის, რაც გაგაჩნია.

„ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის, რაც სურს; უფრო ბედნიერია ის, ვისაც ის სურს, რაც ხელმისაწვდომია“ – ვეისი.

დააფასეთ წვრილმანები. როდის განიცდით მადლიერების გრძნობას ყველაზე ძლიერად? როგორც წესი, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. სინამდვილეში, ყველაფერი ის, რაც უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, არც ისე მარტივად მოდის ჩვენამდე, როგორც გვეჩვენება.

მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც ბოსტნეული, რომელიც მაღაზიაში შეიძინეთ. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის შრომაა ჩადებული მის მოყვანაში, გაზრდაში, შეფუთვაში, თქვენამდე მოწოდებაში. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ თქვენ ასე უბრალოდ მაღაზიაშჲ შესულიყავით, აგეღოთ სასურველი პროდუქტი და საყიდლების ურიკაში მოგეთავსებინათ.

თუნდაც დედამიწას დააკვირდით. თითქოს პლანეტაზე ყველა წვრილმანი ისე შეიქმნა, რომ ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის იდეალური გარემო ჩამოყალიბებულიყო. განა ეს ყველაფერი არ იმსახურებს აღფრთოვანებას და დაფასებას?

მადლიერების პრაქტიკა. ყოველდღიურად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. აირჩიეთ მშვიდი გარემო, მოთავსდით კომფორტულად, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ გაიხსენოთ სულ მცირე სამი მოვლენა დღის განმავლობაში, რომლისთვისაც მადლიერი ხართ. ეს შეიძლება იყოს როგორც მნიშვნელოვანი, ისე სრულიად უმნიშვნელო მოვლენა (მაგალითისთვის, ის რომ გემრიელი საუზმე მიირთვით, რომ დღეს კარგად გამოიყურებით, რომ მზიანი ამინდია და ა.შ.). ეცადეთ კარგად წარმოიდგინოთ და ბოლომდე შეიგრძნოთ მადლიების განცდა. დარჩით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში. მისდიეთ ამ პრაქტიკას მინიმუმ ერთი თვის მანძილზე. ეს თქვენს ყოველდღიურობას სიმშვიდით და სასიამოვნო შეგრძნებებით აავსებს.

მადლიერების დღიური. შეგიძლიათ აწარმოოთ მადლიერების დღიური, რომელშიც ყოველდღიურად ჩაწერთ რისთვის ხართ მადლიერი. ეს საშუალებას მოგცემთ კონცენტრირება მოახდინოთ დადებით და არა უარყოფით მოვლენებზე. შეგიძლიათ დღიურში დეტალურად აღწეროთ მადლიერების პრაქტიკის შემდგომი განცდები.

თამამად გამოხატეთ მადლიერება. ყველას სიამოვნებს როდესაც ჯადოსნურ სიტყვა “მადლობა”-ს გულწრფელად ეუბნებით. ისინი ხვდებიან, რომ გულწრფელად აფასებთ იმისთვის, რაც თქვენთვის გააკეთეს. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ თამამად გამოხატოთ მადლიერება. ამ გზით თქვენ და მადლობის ადრესატი ერთმანეთში დადებით ენერგიასა და ბედნიერების შეგრძნებას გაცვლით.

ერთი საინტერესო იგავ-არაკი მინდა გავიხსენო: „ერთხელ ერთი მოგზაური ინდოეთში ჩავიდა. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ნახა, რომ სპილოების მომვლელს სპილოები პატარა თოკით ჰყავდა დაბმული. გაკვირვებულმა მოგზაურმა იკითხა: ეს თოკი ხომ ძალიან პატარაა ამხელა სპილოებისთვის, რატომ არ იწევიან და არ წყვეტენ? ამაზე მომვლელმა უპასუხა: როდესაც სპილოები პატარები იყვნენ და ამ თოკით დააბეს, მათ რამდენჯერმე სცადეს გაწევა და გაქცევა, თუმცა — უშედეგოდ. თანდათან მიეჩვივნენ, რომ დაბმულები არიან. მართალია გაიზარდნენ და ახლა მათ ეს თოკი ვეღარ დაიჭერს, მაგრამ ისინი თავს ისევ დაბმულად თვლიან და არ ცდილობენ გაქცევას“.

ასე ხდება ადამიანის ცხოვრებაშიც იმედგაცრუების ჟამს. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ თუ რაღაც ერთხელ არ გამოგვდის, ეს არასდროს გამოგვივა. არადა ყოველი იმედგაცრუება ზრდის ადამიანს და აძლევს მეტ ძალასა და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში მომხდარ იმედგაცრუებასაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვიზრდებით.

თითქოს ეს პრიმიტიულად ჟღერს, თუმცა, ბევრი კვლევა ჩატარებულა, რომელთა მიხედვითაც, ამ შეგრძნებას ძალიან პოზიტიური ეფექტი აქვს ადამიანზე. ეს კი შემდეგში გამოიხატება:

მადლიერების განცდა ხსნის დაძაბულობას და ამცირებს სტრესის დონეს

მადლიერება პოზიტიური შეგრძნებაა და ლოგიკურია, რომ მისი განცდა და სხვებისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას სხეულში. შესაბამისად, სტრესის ჰორმონები – კორტიზოლები ითრგუნებიან და დაძაბულობაც იხსნება.

მადლიერება აუმჯობესებს ძილის ხარისხს

მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, იმაზე ფოკუსირება, თუ რამდენად ხართ სხვების და საკუთარი თავის მიმართ (ან თუნდაც სამყაროს), აუმჯობესებს ძილის ხარისხსაც. ჯანსაღი ძილი კი გონებისთვისაც და სხეულისთვისაც თანაბრად სასარგებლოა.

მადლიერების განცდა გიძლიერებთ კარგად ყოფნის შეგრძნებას

როდესაც ვგრძნობთ, რომ რაღაცის ან ვიღაცის მიმართ მადლიერი ვართ, ვმშვიდდებით. თითქოს აქამდე ჩვენში არსებული ფორიაქი და დაძაბულობა წარსულში გვრჩება. ზოგადად, დადებით შეგრძნებებზე ფიქრი დადებით განწყობაზე გვაყენებს. მადლიერებაც ამგვარი ფენომენია – გვაშორებს დეპრესიულ განწყობას და კარგ ხასიათზე გვაყენებს.

მადლიერება თქვენს გულს უფრო მეტად ძლიერს და ჯანმრთელს ხდის

უარყოფითი ემოციები გულს არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში აყენებს – ეს ყველამ კარგად იცის. მასაჩუსეტსის ერთ-ერთი საავადმყოფოს კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანში მადლიერების არსებობა გულს ჯანმრთელ მდგომარეობას ხანგრძლივად უნარჩუნებს. რადგანაც ამ დროს ფიზიკური აქტივობის სურვილი იზრდება, რაც ორგანიზმისთვის ისედაც და ასედაც კარგია – გულისთვის, მით უმეტეს.

მადლიერება უკეთეს ლიდერად გაქცევთ

არაფერი ავსებთ გუნდის წევრებს უფრო მეტი მოტივაციით, ვიდრე ლიდერის მიერ დაფასება. მადლიერების გრძნობა თანამშრომლებთან უფრო მეტად დაგაახლოებთ – იგი სასიამოვნო ურთიერთობის უპირობო გარანტია. შედეგად კი, ისინი თავიანთი სამსახურის და საქმის ერთგულები უფრო მეტად იქნებიან. ამგვარი გუნდის წევრები, როგორც წესი, ყველაზე მეტად არიან პროდუქტიულები.

ხანდახან, როცა ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენი გეგმების შესაბამისად არ მიდის, გვეჩვენება, რომ კარგად არაფერი არ არის. თუმცა, თუკი დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ უამრავი რამის და ვინმეს გამო უნდა ვიყოთ მადლიერი. მადლიერება ხომ კონკრეტულ მომენტებზე არაა დამოკიდებული. ამიტომ, იყავით მაქსიმალურად მადლიერები – ეს დაგეხმარებათ ხანგრძლივი სიმშვიდისა და დადებითი განწყობის შენარჩუნებაში.

წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.

უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ.

Comments


©  2021 «ეზოთერიკა». საიტი დამზადებულია Wix.com

bottom of page